Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბაკალავრიატის სტუდენტთა საყურადღებოდ!

ცხადდება კონკურსი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

შეიცვალა სტიპენდიების მინიჭების კრიტერიუმები, წესი და სტიპენდიის ოდენობა.

 

Tsu.ge-ზე, მითითებულ ბმულზე ყურადღებით გაეცანით კონკურსში მონაწილეობის ახალ წესს (დანართი1)!

 

სტიპენდიის მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის დოკუმენტაცია წარმოადგინეთ თსუ-ს III კორპუსი 107 ოთახში.

დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადები:

2023 წლის 05 დეკემბერი 14:00 საათიდან 11 დეკემბრის 13:00 საათამდე.

დოკუმენტები მიიღება 09:00 საათიდან 17:00 საათამდე.

წინასწარი შედეგების გამოქვეყნება 11 დეკემბერი 18:00 საათამდე.

აპელაცია 12 დეკემბერს 11:00 საათამდე.

აპელაციის განცხადებას გზავნით ფაკულტეტის კანცელარიის ფოსტაზე chancellery.pes@tsu.ge

 

კონკურსში არ მონაწილეობენ პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტები.

 

სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს:

  • პირადობის მოწმობის ასლი 
  • საბანკო ანგარიშის ამონაწერი (საქართველოს ბანკიდან) 
  • 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (2023 წლის 06 თებერვლიდან 2023 წლის 06 აგვისტოს ჩათვლით):
  1. სოციალურად მოწყვლადი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  2. სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  3. ოკუპირებული ტერიტორიაზე ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში
  4. სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში

 

განცხადების ფორმას და ამონაწერს სასწავლო ბარათიდან მოგაწვდით ადგილზე.

 

გისურვებთ წარმატებებს!